ვიზიტი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

მოკლე დროით ვინმესთან მისვლა (ძირითადად, ოფიციალურად)  (წიგნ.)

აუდიენცია

ოფიციალური მიღება მაღალი თანამდებობის პირის მიერ

დარბაზობა

ვიღაცის სანახავად მისვლა

ექსპედიცია

როდესაც ადამიანთა ჯგუფი მიემგზავრება რაიმე მიზნისა და ამოცანის შესასრულებლად, მასალებისა და ინფორმაციის მოსაძიებლად ამა თუ იმ საკითხის, გარემოს და ა. შ. შესახებ

მივლინება

განსაზღვრულ ადგილას ვინმეს სამსახურებრივი დავალებით, სასწავლო ან სამეცნიერო მიზნით გაგზავნა

ჰიპონიმი

სინონიმი

სავიზიტო

ის, რაც ვიზიტს უკავშირდება, ვიზიტს განეკუთვნება

სეანსი

დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც რაიმე პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს

სტუმრობა

სტუმრად ყოფნა/მისვლა

ტურიზმი

ადამიანების დროებითი გადაადგილება და ყოფნა იმ ადგილებში, სადაც ისინი მუდმივად არ ცხოვრობენ და არ მუშაობენ, ძირითადად დასვენების, კულტურული, რეკრეაციული, შემეცნებითი ან სხვა მიზნებისთვის

ტურნე

მომღერალთა, მსახიობთა და მოცეკვავეთა მოგზაურობა სხვა ქვეყანაში

შეხვედრა

წვევა

როდესაც ვინმეს სტუმრად ეწვევიან