კომედია

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

დრამის ჟანრი, სადაც მოქმედება და ხასიათი კომიკურ ფორმაშია წარმოდგენილი

ხრიკებისა და ხუმრობის მომწყობისათვის დამახასიათებელი ან შესაფერისი  (გადატ.)

ნებისმიერი ამბავი, რომელიც შეიძლება გასართობი და სახალისო იყოს  (გადატ.)

ბოევიკი

ფილმი, რომელშიც ხშირია საბრძოლო სცენები  (საუბ.)

დეტექტივი

დრამა

ლიტერატურასა და ლიტერატურათმცოდნეობაში − დიალოგებად დაწერილი ნაწარმოები, რომელსაც დგამენ სცენაზე  (დარგ.)

ეპოსი

ვესტერნი

კინოსა და ლიტერატურის ჟანრი, რომელიც ძირითადად მოგვითხრობს XIX საუკუნის ამერიკის დასავლეთით მცხოვრებ კოვბოებზე, ინდიელებზე, ძველ ქალაქებსა და ფერმებზე

ვოდევილი

მსუბუქი, კომიკური ხასიათის პიესა სიმღერებითა და ცეკვით

მელოდრამა

დრამატული ნაწარმოები, რომელსაც ემოციების გადაჭარბებულად გამოხატვა ახასიათებს

დრამატული ჟანრი, რომელიც გამოირჩევა გაზვიადებული ემოციურობით

პიესა

დრამატული ნაწარმოები, რომელიც სცენისთვის არის განკუთვნილი

ჟანრი

საერთო მხატვრული მახასიათებლების მქონე ნაწარმოებთა ერთობლიობა (ხელოვნების სხვადასხვა დარგში)

სკეტჩი

სახუმარო მოკლე პიესა

ტრაგედია

დრამის ჟანრი, რომელიც გამოხატავს კონფლიქტს, ღრმა განცდებს და, როგორც წესი, მთავრდება მთავარი გმირის დაღუპვით

ფარსი

ერთგვარად უხამსი შინაარსის მსუბუქი კომედია, ვოდევილი