საიქიო

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

განსასვენებელი

ადგილი, სადაც სულები განისვენებენ  (სპეც.)

იმიერი

სადაც სული გადადის გარდაცვალების შემდეგ  (ძვ.)

იმქვეყნიური

კვლა

როდესაც ვინმეს სიცოცხლეს უსპობენ, იწვევენ ვინმეს სიკვდილს

სინონიმი

მოკვლა ხოცვა ჟლეტა დახოცვა მოკვდინება   (ძვ.) ჩახოცვა მკვლელობა მოდნობა   (გადატ.) მოგუდვა   (გადატ.) გათავება მიწვენა   (გადატ.)

მიწისქვეშეთი

მითოლოგიასა და რელიგიაში: საიქიოს ნაწილი, რომელიც მიწის ქვეშ მდებარეობს (ზოგი რელიგიის მიხედვით, აქ ხვდებიან ცოდვილთა სულები)

მკვლელობა

მოუსავლეთი

საიქიო, საიდანაც ვეღარ მოდიან  (საუბ.)

სამოთხე

ქრისტიანულ რელიგიაში ადგილი, სადაც გარდაცვალების შემდეგ ხვდებიან მონანიე, უცოდველი ადამიანების სულები (საპირის. ჯოჯოხეთი).

სასუფეველი

ქრისტიანობაში ‒ ადგილი, სადაც ცოდვებმიტევებული სული მარადიულად განისვენებს  (დარგ.)

სულეთი

ზოგი რელიგიური წარმოდგენით ის ადგილი, სადაც სიკვდილის შემდეგ სული განაგრძობს არსებობას

შავეთი

ჯანდაბა

ადრესატის ისეთ ადგილზე გაგზავნა წარმოსახვით, რომ უკან ვეღარ დაბრუნდეს

ჯოჯოხეთი

სხვადასხვა რელიგიური წარმოდგენით, ადგილი საიქიოში, სადაც გარდაცვალების შემდეგ ხვდებიან ცოდვილნი და კუპრში, ცეცხლში იტანჯებიან, ეშმაკის სამფლობელო.