შეჯიბრება

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ადამიანების ან გუნდების დაპირისპირება რაიმე სფეროში უკეთესის გამოსავლენად

ასპარეზობა

სპორტული ან სამხედრო შეჯიბრი

გათამაშება

როდესაც გუნდურად ან ინდივიდუალურად ეჯიბრებიან რაიმე პრიზის მოსაპოვებლად (ძირითადად, წარმოდგენას ან შეჯიბრს)

თამაში

შეჯიბრება სპორტის ზოგიერთ სახეობაში.

თამაშობა

ძირითადად მრავლობითში – როდესაც ეჯიბრებიან ზოგიერთ სპორტში

კონკურსი

როდესაც ეჯიბრებიან მონაწილეთა შორის საუკეთესოების გამოსავლენად (პრემიის მისაღებად, თანამდებობის დასაკავებლად, სასწავლებელში შესასვლელად და სხვ.)

მატჩი

სპორტული შეჯიბრი მოწინააღმდეგე გუნდებს შორის

მოწინააღმდეგე

სპორტში – ერთ-ერთი მათგანი, ვინც შეჯიბრებაში მონაწილეობს  (სპეც.)

ოლიმპიადა

ოთხ წელიწადში ერთხელ გამართული საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება

ზოგადად, შეჯიბრება რომელიმე დარგში, საგანში (მათემატიკაში, უცხო ენაში...)

ჰიპერონიმი

რალი

რბოლა, რომელშიც მონაწილეობენ სპორტული ავტომანქანები და მოტოციკლეტები

რბოლა

სპორტში – როდესაც სირბილით სისწრაფეში ეჯიბრებიან  (სპეც.)

ტურნირი

ღონისძიება

ჩემპიონატი