,,ქართული მწერლობა და ჩვენი სარწმუნოება, ხელი-ხელჩაკიდებული, საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ჩვენს ქართველობას, ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობასა და მთავარ საუნჯეს – ენას, მამულს და მართლმადიდებლურ ქრისტიანობას. ყველა არაეროვნული ძალა – გარეშე თუ შინაური მტერი ამ ჩვენ მთავარ განძეულობასა და მის დამცველებს ერჩოდა და ებრძოდა. სწორედ ამაზე მოგვითხრობს ეს წიგნი, რომლის თავისებურება ისაა, რომ მასში უმთავრესად გადმოცემულია არა ადამიანების, არამედ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი განძის – მწერლობის (შესაბამისად – ქართული ენის) დიდი შენაკადის, ჩვენი უძველესი და საამაყო პოეზიის პოლიტიკური რეპრესირება XX საუკუნეში, საბჭოთა საქართველოში – პოეტური შემოქმედების ათვალწუნება და შერისხვა, შეკვეცა-დაჩეხვა, აკრძალვა, დაპატიმრება! დიახ, ლექსების დაპატიმრება, თუმცა როცა პოეტს ლექსებს დაუპატიმრებ, ეს ავტორის რეპრესირებასაც ნიშნავს" – რევაზ კვერენჩხილაძე.