ავტორის შესახებ
გიგი თევზაძე (დ. 22 ივნისი, 1967, თბილისი) – ქართველი სოციოლოგი და ფილოსოფოსი. 1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1991-2001 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, პროფესორი. 2001-2006 წლებში ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2004-2006 წლებში საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების რეფორმის პროექტის – „ილია ჭავჭავაძე“ დირექტორი. 2006-2014 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.