„ომების ისტორიაში“ დაწვრილებით არის აღწერილი ბრძოლათა მიმდინარეობა, ოსმალების ძლიერების თანდათანობითი დათრგუნვა ირანის ძლევამოსილი სარდლის ნადირ-ყული-ხანის მიერ, მისი ლაშქრობა ოსმალების მიერ დაპყრობილი ირანის მიწების უკან დასაბრუნებლად, წარმატებანი და ბოლოს გამეფება მუღანის ველზე.