ავტორის შესახებ
თაკო ჭილაძე (დ. 26 აპრილი, 1961, თბილისი) – ქართველი მთარგმნელი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის სპეციალობით. წლების განმავლობაში მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში. თარგმნილი აქვს ჯონ სტეინბეკის, ოლდოს ჰაქსლის, ჯეკ კერუაკის და სხვ. ნაწარმოებები.