„შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები“ თომას ვულფის უკანასკნელი რომანია, რომელიც მწერლის გარდაცვალების შემდეგ, 1940 წელს გამოიცა. როგორც სხვა ნაწარმოებებში, ვულფი აქაც მეოცე საუკუნის 20-30-იან ამერიკულ საზოგადოებაზე მოგვითხრობს – „დიდი დეპრესიისა“ და ფაშიზმის მოსალოდნელი საფრთხის პირობებში მყოფი ადამიანის ამბავს, რომელიც საკუთარი თავის ძიების სურვილს ჯერ ნიუ-იორკში, შემდეგ ლონდონში, ბოლოს კი ბერლინში მიჰყავს...