ავტორის შესახებ
რევაზ გორდეზიანი ( დ. 1935 ) – ფილოსოფიის პროფესორი.
დაასრულა ქალაქ თბილისის მე-19-ე საშუალო სკოლა, 1955 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც 1960 წელს დაასრულა. 1963-1966 წლებში იგი იყო ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ასპირანტი; 1969 წელს დაიცვა დისერტაცია მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიის შესახებ: „არსებობის (Dasein) პრობლემა მარტინ ჰაიდეგერის ფუნდამენტურ ონტოლოგიაში“; 1966 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის ლექტორი, ხოლო 1971 წლიდან კი დოცენტი; 2006 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ამავე წლიდან მუშაობდა სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. გარდაიცვალა 2019 წელს.