„„ფუნდამენტალური ონტოლოგიის" ინტერპრეტატორთა შორის მაინც გამორჩეულია ორი თვალსაზრისი: 1) მ. ჰაიდეგერის მოძღვრება მიჩნეულია თავისებურ ონტოლოგიად და 2) „ფუნდამენტური ონტოლოგია“ გაგებულია როგორც ონტოლოგიის ფორმით გადმოცემული ექსისტენციალური ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური ძიებების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუში. რევაზ გორდეზიანის ნაშრომში ორიგინალურადაა ინტერპრეტაციის მეორე ვარიანტის საფუძვლიანობის, სისწორის ჩვენება, დემონსტრირება: მ. ჰაიდეგერის მოძღვრება არის „გზაში ყოფნის“, ჭეშმარიტების ძიების, თვითარჩევის“, ადამიანის „თვითგანათების“, „მეორედ დაბადების“ უღრმესი ტენდენციის რეალიზაციის საუკეთესო ერთ-ერთი პარადიგმა".