ავტორის შესახებ
სვეტლანა ბერიკაშვილი – ასოცირებული პროფესორი ენათმეცნიერების მიმართულებით.
2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, სპეციალობით ქართული ენა და ლიტერატურა; ახალი ბერძნული ენა და ლიტერატურა, ხოლო 2002 წელს – მაგისტრატურა, სპეციალობით კლასიკური ფილოლოგია. 2006 წელს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი ენათმეცნიერების მიმართულებით თემაზე: ბრუნების სისტემის კლასიფიკაციის პრინციპები ძველსა და ახალ ბერძნულში. 2013-2016 წლებში ეკავა პოსტდოქტორანტის პოზიცია ბილეფელდის უნივერსიტეტში (გერმანია) ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით, ხოლო 2018-2022 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ აუგუსტუსის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის მკვლევრის პოზიცია გენერაციული სინტაქსის მიმართულებით. 2005-2018 წლებში ასწავლიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2011-2013 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კორპუსული პროექტების კოორდინატორი. სხვადასხვა დროს მიწვეული იყო ევროპის უნივერსიტეტებში ლექციებისა და საჯარო მოხსენებების წასაკითად, კერძოდ, ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტში (საბერძნეთი), ბილეფელდისა და გიოტინგენის უნივერსიტეტებში (გერმანია). არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ძველი მსოფლიოს გენერაციული ლინგვისტიკის GLOW (Generative Linguistics of Old World) და ევროპის ლინგვისტთა ასოციაციის SLE (Societas Linguistica Europea) წევრი. სვეტლანა ბერიკაშვილი სისტემატურად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებსა და ვორქშოპებში, არის სამი მონოგრაფიის და 30-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.