ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის

მთარგმნელიმაია კაკაშვილი
გამოცემის წელი2015
გამომცემლობალოგოსი

ნიკოს კაზანძაკისი მსოფლიო მნიშვნელობის ბერძენი მწერალია. იგი რამდენიმე რომანის ავტორია, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“. მასში აისახა ბერძნულ-თურქული ომისა (1918-1922 წწ.) და თურქების მიერ ბერძნული მოსახლეობის მცირე აზიიდან გამოდევნის რეალიები. უფლის დროინდელი იუდეის ამბები თუ ბოლშევიზმზე მითითებები მჭიდროდაა გადაჯაჭვული რომანის სიუჟეტურ ქარგასთან. ეს თხზულება ქართველი მკითხველისთვის იმითაცაა საინტერესო, რომ რომანის ერთ-ერთი გმირი, კაპიტანი ფურტუნასი, სიკვდილის წინ ბათუმსა და იქ გატარებულ დროს იხსენებს. ეს გასაკვირი არცაა, ნიკოს კაზანძაკისი ხომ ქართველ მწერლებთან, უპირველეს ყოვლისა კი, გრიგოლ რობაქიძესთან მეგობრობდა. 1956 წელს, რეჟისორმა ჟილ დასენმა რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი – „ის, ვინც უნდა მოკვდეს“, 1975-1976 წლებში კი გამოვიდა ბერძნულენოვანი სერიალი, სახელწოდებით „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“.