ავტორის შესახებ
ნიკოს კაზანძაკისი ( დ. 2 მარტი, [ ძვ. სტ. 18 თებერვალი], 1883 – გ. 26 ოქტომბერი, 1957 ) – ბერძენი მწერალი. თანამედროვე ბერძნული პროზის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. ცხრაჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. ავტორია რომანებისა: „ალექსი ზორბასის ცხოვრება“ (1946), „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“ (1948), „კაპიტანი მიხალისი“ (1950) და „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“ (1955). დაწერილი აქვს მრავალი პიესა, მემუარული თხზულება და ფილოსოფიური ესე. კაზანძაკისს თანამედროვე ბერძნულ ენაზე თარგმნილი აქვს არაერთი კლასიკური თხზულება, როგორებიცაა: „ღვთაებრივი კომედია“, „ესე იტყოდა ზარატუსტრა“ და „ილიადა“.