ავტორის შესახებ
გურამ თევზაძე (დ. 30 იანვარი, 1932, თბილისი – გ. 31 აგვისტო, 2018, თბილისი) – ქართველი ფილოსოფოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსიფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1954 წელს. 1958 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1959-1965წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1971წწ. ამავე ინსტიტუტის ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე; 1971-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე; 1993-2007წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. მეცნიერული ინტერესების სფერო: გერმანული და ქართული ფილოსოფიის ისტორია. გამოქვეყნებილი აქვს 218 ნაშრომი, მათ შორის, 9 მონოგრაფია.