ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი

„ისტორიის დასასრული?“ – ასეთი სათაური ჰქონდა 1989 წელს „ნეშენალ ინთერესთში“ დაბეჭდილ ჩემს სტატიას!, რომელიც ამ ნაშრომის ერთგვარ ამოსავალ წერტილადაც შეიძლება მივიჩნიოთ. იქ ვამტკიცებდი, რომ ლიბერალური დემოკრატია, როგორც მართვის სისტემა, მართალია, მხოლოდ ბოლო ხანს იქნა აღიარე– ბული მმართველობის ფორმად – მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა მისი უპირატესობა ისეთი იდეოლოგიების წინაშე, როგორიცაა: დინასტიური მონარქია, ფაშიზმი, თუ, ვთქვათ, კომუნიზმი; მაგრამ თავად ლიბერალური დემოკრატიის ინსტიტუტი შესაძლოა ადამიანთა მოდგმის იდეოლოგიური ევოლუციის ბოლო საფეხური აღმოჩნდეს და კაცობრიობის ისტორიაში მმართველობის უკანასკნელ და უცვლელ ფორმად იქცეს, რითაც დასრულდება კიდეც ისტორია-მეთქი; ანუ, მაშინ, როცა მმართველობის ადრეული ფორმები ძირეული ნაკლოვანებებითა და ირაციონალური ხასიათით იყო დაღდასმული, რასაც, საბოლოოდ, თვითგანადგურებამდე მიჰყავდა ისინი, ლიბერალური დემოკრატია ამგვარი შინაგანი წინააღმდეგობებისაგან თავისუფალია-მეთქი.

ავტორი