ალექსანდრე ბარამიძის წიგნი „ახლო წარსულიდან“ ერთგვარად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, მაგრამ მოიცავს ისტორიულ-ლიტერატურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის არაერთ საკითხს. წიგნში მოთხრობილია ჩვენი სამეცნიერო და ლიტერატურული ცხოვრების ბევრ საყურადღებო მოვლენასა და ფაქტზე. ნაშრომი ძირითადად ემყარება დოკუმენტურ მასალას.