"ეს ტომი, რა თქმა უნდა, შეიცავს როგორც იმ ანალიზებს, რომლებმაც კომუნიკაციური ქმედების თეორიამდე მიმიყვანეს, ისე იმ ანალიზებსაც, რომლებიც მის ფარგლებს გასცდნენ. განვიხილავ იმ ფილოსოფიურ მოტივებს, რამაც განაპირობა ცნობიერების ფილოსოფიის შემობრუნება ენის პრაგმატიკისკენ, რომელსაც, სხვა ხაზგასმებთან ერთად, „ფილოსოფიის ტრანსფორმაციის“ სახელწოდებითაც ესწრაფვის კარლ-ოტო აპელი". - იურგენ ჰაბერმასი.