„დამოუკიდებელი ადამიანები" დიდი სოციალური რომანია. მწერალი რეალისტურად გვიხატავს ღარიბი გლეხის ამაო ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის, ამ უთანასწორო ბრძოლაში იგი კარგავს უკანასკნელ საარსებო წყაროს, ახლობლებს, რჩება მარტო, მაგრამ ფარ-ხმალს არ ყრის და იბრძვის თავისი ოცნების განსახორციელებლად.