ქანდარა

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ზემო იარუსი თეატრისა და მისთ. მაყურებელთა დარბაზში.  (საუბ.)

ქანდარაზე (მაყურებელთა დარბაზში ზემო იარუსზე) მსხდომი ხალხი.  (საუბრ.-გადატ.)

მოძრავი, განივი ძელი ხომალდის ანძაზე, რომელზეც იალქანი მაგრდება.  (დარგ.)

ჰორიზონტალურად გადებული ძელი საქათმეში.

ამფითეატრი

თეატრისა და მისთ. დარბაზში პარტერსა და იარუსებს შორის მდებარე მაყურებელთა დასაჯდომად განკუთვნილი საფეხურებრივად განლაგებული რიგები.

ბალკონი

გალერეა

ზედა იარუსი თეატრსა და ცირკში  (მოძვ.)

იარუსი

თეატრისა და მისთანათა დარბაზებში პარტერის ზემოთ სართულებად განლაგებული დასაჯდომი ადგილები  (დარგ.)

პარტერი

თეატრისა და მისთ. დარბაზში მაყურებელთა დასასხდომად განკუთვნილი ადგილები სცენის დონის ქვემოთ.  (დარგ.)

ფიცარნაგი

ფიცრის იატაკი ხარაჩოზე