პარტერი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

თეატრისა და მისთ. დარბაზში მაყურებელთა დასასხდომად განკუთვნილი ადგილები სცენის დონის ქვემოთ.  (დარგ.)

პარკების, ბაღებისა და მისთანათა ღია ნაწილი, რომელიც შემკულია გაზონებით, ყვავილნარებით შადრევნებით და ა.შ.

მდგომარეობა ჭდაობაში, როდესაც მოჭიდავე ხალიჩაზე იჩოქებს და ხელებით ეყრდნობა მას.  (დარგ.)

ამფითეატრი

თეატრისა და მისთ. დარბაზში პარტერსა და იარუსებს შორის მდებარე მაყურებელთა დასაჯდომად განკუთვნილი საფეხურებრივად განლაგებული რიგები.

ბალკონი

იარუსი

თეატრისა და მისთანათა დარბაზებში პარტერის ზემოთ სართულებად განლაგებული დასაჯდომი ადგილები  (დარგ.)

ქანდარა

ზემო იარუსი თეატრისა და მისთ. მაყურებელთა დარბაზში.  (საუბ.)

ქანდარაზე (მაყურებელთა დარბაზში ზემო იარუსზე) მსხდომი ხალხი.  (საუბრ.-გადატ.)