საერთო

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

რაც ყველას ან ყველაფერს განეკუთვნება

რაც კონკრეტულად არავის ან არაფერს ახასიათებს, არამედ ზოგადია

ამხანაგური

განურჩეველი

ის, რასაც ვერ ასხვავებენ სხვა რამისგან

გენერალური

გლობალური

საერთო, ზოგადსაკაცობრიო, რაც მთელ დედამიწას ეხება

ერთობლივი

ერთსულოვანი

ზიარი

რასაც ინაწილებენ თანაბრად

ზოგადი

ყველასთვის დამახასიათებელი, საერთო

ზოგადსაკაცობრიო

ინტერნატი

საცხოვრებელი, რომელიც ამა თუ იმ სასწავლებელს ეკუთვნის

კამპუსი

სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი

კერძო

რომელიმე ერთი პიროვნების საკუთრება, რაც არ ეკუთვნის საზოგადოებას ან სახელმწიფოს.

კოლექტიური

ის, რაც კოლექტივს ახასიათებს ან უკავშირდება

კოორდინირებული

პანსიონატი

დახურული ტიპის სასწავლებელი, სადაც მოსწავლეები ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ

პირადი

რაც ერთ პირს ეხება, ეკუთვნის, შეესაბამება

პირადული

კონკრეტული პიროვნების კუთვნილი, ის, რაზეც ყველას გასაგონად არ ლაპარაკობს

საზიარო

საზოგადო

ყველასთვის განკუთვნილი ან დამახასიათებელი

საქვეყნო

ის, რაც ქვეყნისთვისაა განკუთვნილი, საყოველთაო

საყოველთაო

სტუდქალაქი

დასახლება, სადაც სტუდენტები ცხოვრობენ, სადაც საერთო საცხოვრებლებია აშენებული

ჯამი

მათემატიკაში – ის რიცხვი, რომელიც სხვა რიცხვთა ერთმანეთზე მიმატებით მიიღება  (სპეც.)