საზოგადოებრივი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

საზოგადოებისთვის დამახასიათებელი

საზოგადოების საკუთრება

აგორა

მოედანი, რომელზეც სახალხო კრება იმართებოდა

ამხანაგური

რაც საზოგადოებას უკავშირდება ან ახასიათებს, რაც არ არის სახელმწიფოებრივი

ანტისოციალური

გამოკითხვა

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში – როდესაც საზოგადოებრივ აზრსა და ხედვას შეისწავლიან სპეციალურად მომზადებული კითხვების საშუალებით  (სპეც.)

გამოსული

გვაროვნული

ის, რაც სხვადასხვა ნიშნებით გაერთიანებულ ცნებებს განეკუთვნება ან ახასიათებს

ინფრასტრუქტურა

ფიზიკური, ტექნიკური ან ორგანიზაციული საფუძველი, რომელიც აუცილებელია ეკონომიკის, საზოგადოების ან რომელიმე სისტემის ფუნქციონირებისთვის

კასტა

ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა ჯგუფებისგან არის გამიჯნული

საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც თავის მახასიათებლებს იცავს და ცდილობს სხვებზე გამორჩეული გამოჩნდეს  (წიგნ.)

კასტელანი

ვინც ზედამხედველობდა გამაგრებულ ციხეს ან საზოგადოებრივ შენობას  (ისტ.)

კლასობრივი

კოლექტიური

ის, რაც კოლექტივს ახასიათებს ან უკავშირდება

ის, რაც კოლექტივს განეკუთვნება

კონდუქტორი

სატრანსპორტო ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც თან დაჰყვება საზოგადოებრივ ტრანსპორტს (ავტობუსს, ტრამვაის, მატარებელსა და ა. შ.)

კონტინგენტი

ერთნაირი ინტერესების ადამიანების ერთობლიობა

კორპორაციული

კოჰორტა

ჯგუფი, რომელიც საერთო იდეებით შეკავშირდა  (გადატ.)

მეტროპოლიტენი

საქალაქო ტრანსპორტის ნაირსახეობა, რომელიც ძირითადად მიწის ქვეშ გადაადგილდება

მოქალაქეობრივი

ობივატელი

პირადული

კონკრეტული პიროვნების კუთვნილი, ის, რაზეც ყველას გასაგონად არ ლაპარაკობს

საზოგადო

ყველასთვის განკუთვნილი ან დამახასიათებელი

საზოგადოებრიობა

სასაუზმე

სოციალური

ადამიანების ცხოვრებასა და მათ ურთიერთობასთან დაკავშირებული

სტატისტიკა

საზოგადოებრივი მეცნიერება, რომელიც შეისწავლის მასობრივი საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივ მხარეს თვისობრივ მხარესთან მჭიდრო კავშირში ადგილისა და დროის განსაზღვრულ პირობებში

ფენი

საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სხვებისგან რაიმე მახასიათებლებით გამოირჩევა და მათგან განსხვავდება  (გადატ.)

ფუნიკულიორი

ტრანსპორტი, რომელსაც მოძრავი ვაგონებით ხალხი ან ტვირთი ციცაბო ფერდობზე ზევით-ქვევით გადაჰყავს