პანო

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

კედლის ან ჭერის რამე ფორმით გამოყოფილი ნაწილი, რომელშიც/რომელზეც უნდა იყოს სურათი, ბარელიეფი, სკულპტურა და ა.შ.

ასეთ ადგილას მოსათავსებელი (ან, ზოგადად) დიდი ზომის სურათი, ბარელიეფი და ა.შ.

გრავიურა

ხელოვნებასა და ხელოვნებათმცოდნეობაში – გამოსახულება, რომელსაც იღებენ გრავირებით  (დარგ.)

ხელოვნებასა და ხელოვნებათმცოდნეობაში – ანაბეჭდი, რომელიც გრავირებული გამოსახულებიდან ქაღალდსა თუ ფირფიტაზე გადააქვთ  (დარგ.)

ვიტრაჟი

გამჭვირვალე, შუქგამტარი მასალით შესრულებული დეკორატიული ან სიუჟეტიანი კომპოზიცია

მოზაიკა

ფერადი კენჭებით, მინის ნაჭრებით ან კერამიკული ფილებით შესრულებული მხატვრული გამოსახულება ან ორნამენტი

მოხატულობა

კედელზე, ქოთანზე, ავეჯსა და მისთ. დატანილი ნახატები