გამოსახულება

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ანარეკლი

პრიალა ზედაპირზე (სარკეში, წყალში...) ასახული რამ

გამოხატულება

გამოსახულება, რაიმეს გარეგნული გამოვლინება

გამჟღავნება

ილუსტრაცია

ტექსტში/წიგნში ჩართული სურათი, რომელიც ამ ტექსტის შინაარსს უკავშირდება

ლანდი

ვინმეს არამკაფიო გამოსახულება, სილუეტი

მოყვანილობა

მოხაზულობა

რაიმეს გრაფიკული გამოსახულება

ნახაზი

ნახატი

ნოტი

მუსიკაში ‒ სიმბოლო, რომლითაც წერენ მუსიკალურ ბგერას  (დარგ.)

ორეული

რაც ვინმეს ან რამეს არეკვლის შედეგად მიიღება

რაკურსი

წერტილი, რომელსაც გადასაღები აპარატის ობიექტივიდან აფიქსირებენ, რომ გამოსახონ ესა თუ ის ობიექტი  (დარგ.)

სახება

ვინმეს სახე, გამოხატულება  (წიგნ.)

სურათი

ფოტოგრაფიული გამოსახულება

ტორსი

ადამიანის სხეული სკულპტურულად

ფორმა

ვინმეს ან რაიმეს გარეგნული მოყვანილობა, მოხაზულობა

ფოტო

გამოსახულება, მიღებული აპარატით, რომელიც მუშაობს ციფრულად ან ფირით

ჭრელი

ის ფორმები და გამოსახულებები, რომელიც ამოჭრით, ამოწვით და ა. შ. მიიღება ქსოვილზე, ხეზე და მსგავს მასალაზე

ხატება

ხატი

ქრისტიანობაში: სურათი/ნახატი ღვთის, ანგელოზის ან რომელიმე წმინდანის გამოსახულებით

ჰოლოგრამა