აღიარება

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

აღიარებითი

რასაც აღიარების ხასიათი აქვს

აღსარება

როდესაც რომელიმე სარწმუნოებას აღიარებენ და მისდევენ

გამოცხადება

რამედ მიჩნევა, აღიარება

დამტკიცება

როდესაც ოფიციალურად იღებენ და აცხადებენ რაიმე გადაწყვეტილებას

დანახვა

დაფასება  (გადატ.)

დანებება

დაფასება

ვინმეს ღვაწლის, ღირსების სათანადოდ აღნიშვნა

მიღება

დათანხმება, გაზიარება (აზრისა, გამოწვევისა, რელიგიისა...)

მიჩნევა

რაიმე აზრის შექმნა ვინმეზე/რამეზე

მონანიება

პატივი

შეფასება

რაიმეს ხარისხის, მნიშვნელობის განსაზღვრა

ჩათვლა

როდესაც რაიმეს რამედ მიიჩნევენ, თავიანთი შეფასების მიხედვით განსაზღვრავენ რაიმეს

ცნობა

აღიარება (ამ წესს არ ცნობს; დამნაშავედ ცნობა)