ძეგლი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

რისამე ან ვისიმე სამახსოვროდ აგებული ნაგებობა ან ქანდაკება.

ძველი დროიდან შემორჩენილი მატერიალური კულტურის ნიმუში.

სინონიმი

ძველი მწერლობის ნაწარმოები  (წიგნ.)

კანონი ან კანონთა კრებული, დადგენილება  (ისტ.)

არტეფაქტი

ხელოვნურად შექმნილი ობიექტი

მემკვიდრეობა

მატერიალური თუ კულტურული ღირებულების მატარებელი ძეგლები, წინაპრების მიერ შექმნილი და დატოვებული

მემორიალი

ნაგებობა, რომელიც ვინმეს ხსოვნის უკვდავსაყოფადაა შექმნილი

მონუმენტი

სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული დიდი ძეგლი

ობელისკი

მაღალი, ვიწრო, ოთხკუთხა, სვეტის ფორმის ქანდაკება, რომელიც ხშირად მთავრდება პირამიდისებრი წვერით

სიძველე

კულტურულ-ისტორიული ღირებულების მქონე ძველი ნივთი, ძეგლი

სტელა

ქვის სვეტი, რომელსაც აქვს წარწერა ან რელიეფური გამოსახულება

ჰიპერონიმი

კოჰიპონიმი

ქანდაკება

სხვადასხვა მასალისგან და სხვადასხვა ხერხით შექმნილი ფიგურა

ქანდაკი

ხელოვნების ნიმუში, რომელსაც თლიან, ძერწავენ ან ასხამენ  (ძვ.)

შენობა

სხვადასხვა ფუნქციისა და დანიშნულების (მათ შორის საცხოვრებელი) ნაგებობა, კონსტრუქცია