ნაგებობა

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

აკვარიუმი

დაწესებულება, სადაც სხვადასხვა დანიშნულების მიზნით ინახავენ ან ათავსებენ ამგვარ რეზერვუარებს

აკროპოლისი

ქალაქის ყველაზე მაღალი და გამაგრებული ნაწილი

ამბარი

ამფითეატრი

(უმეტესად ძველ საბერძნეთსა და რომში) უსახურავო წრიული ან ნახევარწრიული ნაგებობა სპორტული, დრამატული ან სხვა სახის სანახაობათა წარმოსადგენად განკუთვნილი ცენტრალური სივრცით, რომლის გარშემოც განლაგებული მაყურებელთა დასაჯდომი რიგები საფეხურობრივად მაღლდება.

ანგარი

სპეციალური ნაგებობა საფრენი აპარატურის (თვითმფრინავების, ვერტმფრენების...) სადგომად, სარემონტოდ და ა.შ.

ბალაგანი

ნაგებობა, რომელიც სახელდახელოდ გააკეთეს თეატრისა თუ ცირკისათვის  (ძვ.)

ბეღელი

სახატე სანოვაგისა და საკულტო საგნების შესანახი ნაგებობა  (კუთხ.)

ჰიპერონიმი

ბუდრუგანა

ნაგებობა, რომელსაც ერთი ოთახი აქვს და რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებენ (გუშაგობისთვის, დარაჯობისთვის, პროდუქციის გასაყიდად და ა. შ.)

ბუნკერი

თავშესაფარი, რომელიც ომის დროს გამოიყენება

კოჰიპონიმი

ჰიპერონიმი

გოდოლი

დიდი, მაღალი კოშკი, ზოგჯერ ციხე-გალავნის ნაწილი  (ძვ.)

ესტაკადა

ნაგებობა, რომელიც გზათა გადაკვეთის ადგილას ერთ გზას მეორის ზემოთ ატარებს  (ტექ.)

კაშხალი

ისეთი შენობა, რომლის გამოყენებითაც ხდება დიდი რაოდენობის წყლის დაგუბება ერთ ადგილას

კიდობანი

ზოგიერთის რწმენით – უზარმაზარი ნაგებობა-გემი, რომელშიც წინასწარმეტყველმა ნოემ თავისი ოჯახის წევრები და ფაუნის წარმომადგენელთა წყვილები შეიფარა, რომ წარღვნას გადარჩენოდნენ

ჰიპერონიმი

კიოსკი

პატარა ნაგებობა, ჯიხური (უმეტესად გამოიყენება ვაჭრობისთვის)

ჰიპერონიმი

კონსტრუქცია

კოშკურა

კოშკივით წაგრძელებული ნაგებობა, ზოგჯერ ბოძებზე შეყენებული; მცირე ზომის კოშკი

მემორიალი

ნაგებობა, რომელიც ვინმეს ხსოვნის უკვდავსაყოფადაა შექმნილი

მონუმენტი

სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული დიდი ძეგლი

ნაშენი

ობიექტი

ორსართულიანი

ორი სართულის მქონე შენობა

პავილიონი

სხვადასხვა დანიშნულების მქონე მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა

სხვადასხვა სამუშაოსთვის განკუთვნილი ფარდული

დროებითი ან მუდმივი ნაგებობა გადაღებისთვის, გამოფენის მოწყობისთვის...

პილონი

არქიტექტურაში – ვერტიკალური საყრდენი ან კოშკის მსგავსი კონსტრუქცია  (დარგ.)

ტაძრის შესასვლელში მდგარი წაკვეთილი პირამიდის ფორმის ნაგებობა  (ისტ.)

პირამიდა

მრავალწახნაგა სხეული, რომლის ფუძე მრავალკუთხედს წარმოადგენს, წახნაგები კი – საერთო წვეროს მქონე სამკუთხედებს.  (დარგ.)

რაბი

ნაგებობა წყალზე (მდინარეზე, არხზე...), რომლის საშუალებითაც გემები გადაჰყავთ წყლის ერთი დონიდან მეორეზე

ჰიპერონიმი

რეზერვუარი

საბძელი

სათივე

სალოცავი

სამლოცველო

სამრეცხაო

შენობა, ნაგებობა, ოთახი, სადაც რაიმე ირეცხება

სამტრედე

საპირფარეშო

საქათმე

საწყობი

ადგილი, შენობა სხვადასხვა ნივთის, საქონლისა და მისთ. შესანახად

ტაუერი

მაღალი, ვერტიკალური ნაგებობა  (ბარბარ.)

ტირი

ღია ან დახურული ნაგებობა მიზანში სასროლად

ჰიპერონიმი

ფაცხა

შენობა

სხვადასხვა ფუნქციისა და დანიშნულების (მათ შორის საცხოვრებელი) ნაგებობა, კონსტრუქცია

ციტადელი

ქალაქის გალავანს შიგნით ყველაზე მეტად გამაგრებული ნაგებობა ომიანობისას თავის შესაფარებლად

ძეგლი

რისამე ან ვისიმე სამახსოვროდ აგებული ნაგებობა ან ქანდაკება.

ხუხულა

სახლი, რომელიც ზერელედ ააშენეს

ჯებირი

სპეციალური ნაგებობა ან მიწაყრილი მდინარის/ზღვის ნაპირზე წყლის შესაკავებლად

სინონიმი

ჰარამხანა

მრავალცოლიანი მუსლიმების სახლში ცოლებისთვის გამოყოფილი ადგილი

სინონიმი