მითითება

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

როდესაც ხელით, მზერით და ა. შ. რაიმეს უჩვენებენ ვინმეს

როდესაც რაიმეზე ან ვინმეზე ყურადღებას აქცევინებენ

როდესაც რაიმეს იმოწმებენ ან ასახელებენ

როდესაც რაიმეს ურჩევენ ვინმეს

ანდერძი

შთამომავლობისთვის ან თანამოაზრეებისთვის დატოვებული დარიგება, მითითება

ბრძანება

უფლებამოსილი პირის მიერ განკარგულების ან დავალების გაცემა, რომლის შესრულებაც სავალდებულოა

ბრძანებულება

რასაც მთავრობა ან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გადმოსცემს და რასაც აქვს კანონის ძალა  (სპეც.)

განკარგულება

ორგანიზაციისა თუ კომპანიის ხელმძღვანელობის აუცილებლად შესასრულებელი გადაწყვეტილება

გაფრთხილება

მოსალოდნელი საფრთხის შესახებ წინასწარი მითითება

არასათანადო ქმედების გამო ვინმესთვის მითითება კონკრეტული ქმედების გამოსწორების მიზნით.

დადგენილება

დარიგება

დასახელება

ინსტრუქცია

ზეპირი ან წერილობითი მითითება/მითითებების კრებული რაიმეს გასაკეთებლად/გამოსაყენებლად

კარნახი

რაიმე აზრის თავს მოხვევა სხვისთვის, იძულება, ჩაგონება  (გადატ.)

ნიშნება

ნიშნის მიცემა ვინმეზე

რეკომენდაცია

რჩევა რაიმე საკითხთან დაკავშირებით.

შემჩნევა

როდესაც ვინმეს რაიმეს მიუთითებენ  (ბარბარ.)

შენიშვნა

ვინმესთვის მცდარი შეხედულებების გამორჩევა

ჩვენება

წინადადება