გადაწყვეტილება

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

მიღებული განზრახვა, აზრი

სინონიმი

რაიმე საკითხის, საქმის თაობაზე ოფიციალური ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება

განაჩენი

რაც გადაწყვიტეს და დაადგინეს  (გადატ.)

განზრახვა

განჩინება

იურისპრუდენციაში – რაც კოლეგიური წესით გაქვს და რასაც წყვეტს პირველი, სააპელაციო თუ საკასაციო სასამართლო  (სპეც.)

იურისპრუდენციაში – რასაც წყვეტს სასამართლო სამსჯავრო სხდომაზე  (სპეც.)

გასამართლება

დადგენილება

დადგენილი

ის, რაც დაადგინეს ან დადგინდა

დასკვნა

საბოლოო გადაწყვეტილება რაიმე საკითხზე, შეფასება (სპეციალისტის...)

დეკრეტი

ვერდიქტი

სასამართლოს (უმეტესად – ნაფიც მსაჯულთა) გადაწყვეტილება იმის შესახებ, ბრალდებული დამნაშავეა თუ არა  (დარგ.)

ზოგადად, გადაწყვეტილება, დასკვნა რაიმე საკითხზე  (გადატ.)

მსჯავრი

აზრი, შეფასება.

სასამართლოს განაჩენი ეჭვმიტანილის მიმართ.

პირობა

საერთო შეხედულებებზე შეჯერება

რეზოლუცია

ისეთი დადგენილება, რომელიც კრებაზე იქნა მიღებული