შეკრება

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

მათემატიკაში − როდესაც რიცხვებს ერთმანეთს უმატებენ  (სპეც.)

აქცია

სოციალური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი ან პოლიტიკური მდგომარეობის, ვითარების გასაპროტესტებლად ან ამ ვითარების შეცვლის მიზნით რაიმე მოქმედებების ორგანიზება, ძირითადად, ჯგუფური ან ხალხმრავალი შეკრება.

გაერთიანება

გამოსვლა

რაიმეს გაპროტესტება ქუჩაში, აქციაზე დადგომა

გამოყვანა

როდესაც ბრძოლის მიზნით რაღაცას (მაგ., ჯარს) შეკრებენ

გამრავლება

მათემატიკაში – არითმეტიკული მოქმედება, რომლის დროსაც ერთ რიცხვს ამრავლებენ მეორეზე  (სპეც.)

გროვება

დაგროვება

დაყენება

რაიმეს (მაგ. რაზმის) მობილიზება

დემონსტრაცია

მასობრივი მსვლელობა ან მიტინგი გარკვეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობისა თუ მიმართულების მხარდასაჭერად

თავმოყრა

თავყრილობა

თავშეყრა

თათბირი

შეკრება რაიმეს გადასაწყვეტად, განსახილველად

კონცენტრაცია

კრება

რომელიმე საზოგადოებრივი გაერთიანებისა თუ კოლექტივის თავმოყრა რაიმეს განსახილველად ან გადასაწყვეტად

როდესაც ადამიანები ერთად იყრიან თავს

კრეფა

მანიფესტაცია

საჯარო გამოსვლა რაიმეს გასაპროტესტებლად ან სოლიდარობის გამოსახატავად

მიმატება

მათემატიკაში – როდესაც რიცხვებს შეკრებენ  (საუბ.)

მიტინგი

ხალხმრავალი შეკრება პოლიტიკური ან სხვა ტიპის საკითხის განსახილველად ან/და გასაპროტესტებლად

მობილიზება

მოგროვება

მონტაჟი

ხელოვნებათმცოდნეობაში – როდესაც სხვადასხვა ნაწილებს აერთებენ და ქმნიან ერთ მთლიან ნაწარმოებს, კინოფილმსა და ა. შ.  (სპეც.)

მსვლელობა

პლენუმი

სხდომა

ფორუმი

ყრილობა

ის კრება, რომელსაც მართავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები

შეგროვება

როდესაც რაიმეს აგროვებენ განსაზღვრული მიზნისთვის

შეყრა

როდესაც ვინმე ან რამე შეიკრიბება

შეხვედრა

შეჯამება