დაჯგუფება

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

როდესაც რაიმეს შემადგენელ ნაწილებად, ჯგუფებად ყოფენ, ანაწევრებენ

როდესაც ვინმეებს ან რაიმეებს აერთიანებენ ჯგუფებად, თავს უყრიან სადმე

ბანაკი

საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაჯგუფება, გაერთიანება.

ბანდა

დამნაშავეთა დაჯგუფება

დალაგება

როდესაც რაიმეს გააწყობენ და აჯგუფებენ

დასი

რაიმე შეხედულების, იდეის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი ადამიანებისა

დაყოფა

კასტა

ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა ჯგუფებისგან არის გამიჯნული

საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც თავის მახასიათებლებს იცავს და ცდილობს სხვებზე გამორჩეული გამოჩნდეს  (წიგნ.)

კატეგორია

ადამიანების ან ნებისმიერი სხვა რამის დაჯგუფება რაიმე ნიშნით

კლანი

გვაროვნული თემი ირლანდიაში, შოტლანდიასა და სკანდინავიის ქვეყნებში  (ისტ.)

დიდი ოჯახი ან ადამიანთა ჯგუფი, რომლის წევრებიც რაიმე ნიშნით უკავშირდებიან ერთმანეთს, რაიმე ნიშნით არიან გაერთიანებულები

კლასიფიკაცია

როდესაც რაიმეს (ცნებებს, საგნებს, მოვლენებს და ა. შ.) მახასიათებელი ნიშნების მიხედვით აჯგუფებენ

კოლექტივი

რაიმე საერთო მახასიათებლებით გამორჩეული ადამიანთა ჯგუფი (საქმიანობა, ინტერესები, მიზნები, კულტურული და ენობრივი მახასიათებლები და ა. შ.)

კონცენტრაცია

კრება

კრებული

ადამიანები რაიმე ნიშნით გამოყოფილი, დახასიათებული

მაფია

დანაშაულებრივი ორგანიზაცია განსაზღვრული იერარქიითა და წესებით; აკონტროლებს უკანონო ეკონომიკურ საქმიანობას და ცდილობს, საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს პოლიტიკოსები და პოლიტიკური პროცესები

ჰიპერონიმი

ჰიპონიმი

მიმდინარეობა

ადამიანის საქმიანობის რაიმე სფეროში საერთო ფასეულობებით, ამოცანებით და ა. შ. გაერთიანებული ადამიანები  (წიგნ.)

მხედრიონი

1989 წლის აგვისტოში პატრიოტული მიზნებით შეიქმნილი სამხედრო ორგანიზაცია, რომელსაც 1990 წლის შემოდგომაზე გაუუქმდა სამართლებრივი სტატუსი, ხოლო 1991 წლის თებერვალში დაშლილ იქნა საბჭოთა და ქართული სამხედრო ძალების მიერ. „მხედრიონი“ აღადგინა ჯაბა იოსელიანმა 1991 წელს და ის მონაწილეობდა ზვიად გამსახურდიას დამხობაში. 1993 წლის სექტემბერში მხედრიონს ეწოდა „ქართველ მაშველთა კორპუსი“

ოპოზიცია

პოლიტიკაში – ვინც იბრძოდა კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ კაპიტალიზმის რესტავრაციის მიზნით  (ისტ.)

ორგანიზაცია

სექტა

სხვებისგან განცალკევებული ჯგუფი ადამიანებისა  (გადატ.)

სინდიკატი

როდესაც ადამიანები ერთიანდებიან საერთო საქმიანობისა და მიზნის მისაღწევად

ფრაქცია

პოლიტიკასა და პოლიტოლოგიაში – გაერთიანება პარტიის შიგნით, რომელიც არ იზიარებს პარტიის ძირითად მიმართულებას  (დარგ.)

პოლიტიკასა და პოლიტოლოგიაში – პარტიის წევრების გაერთიანება პარლამენტში ან მისთ. პარტიის ძირითადი მიზნების გასატარებლად  (დარგ.)

ფრთა

პარტიისა და მისთ. ნაწილი, რომელიც ძირითადი ჯგუფისგან რამე ნიშნით განსხვავდება

ძალა

ადამიანთა გუნდი, კონკრეტული მიზნით გაერთიანებული (სამხედრო ძალები, თავდაცვის ძალები...)

ჯგუფი