გაერთიანება

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ალიანსი

სახელმწიფოთა გაერთიანება საერთო მიზნის გარშემო

ამქარი

გაერთიანება, რომელშიც ერთი ხელობის, საქმიანობის ოსტატები ან ვაჭრები იყვნენ გაერთიანებულები  (ისტ.)

ამხანაგობა

არმია

დიდი რაოდენობა რაიმე ნიშნით გაერთიანებული ადამიანებისა  (გადატ.)

ასოციაცია

გაერთიანება (ადამიანებისა, ორგანიზაციებისა...)

ბანაკი

საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაჯგუფება, გაერთიანება.

ბლოკი

პოლიტიკური, ეკონომიკური და ა. შ. სახელმწიფოების ან ორგანიზაციების გაერთიანება

გადაბმა

გამთლიანება

გაყოფა

გილდი

შუა საუკუნეების ევროპაში – გაერთიანება, რომელშიც ვაჭრები და ხელოსნები შედიოდნენ  (ისტ.)

გილდია

გლობალიზაცია

მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, კულტურული და ა.შ. პროცესების ინტეგრაცია, გლობალურად წარმართვა

დასი

რაიმე შეხედულების, იდეის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი ადამიანებისა

დაჯგუფება

დიასპორა

ეთნიკური ჯგუფი, რომელიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს

დსთ

პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკური-ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც შეიქმნა სსრკ-ის დაშლის შემდეგ

თანამეგობრობა

მეგობრობაზე დამყარებული გაერთიანება

ინტეგრაცია

როდესაც რაიმე ნაწილები ერთიანდება  (წიგნ.)

ინტერნაციონალი

საერთაშორისო გაერთიანება

კავშირი

საერთო მიზნების, ინტერესების, საქმიანობის... საფუძველზე წარმოშობილი გაერთიანება, ორგანიზაცია

ორ (ან მეტ) სახელმწიფოს შორის დადებული შეთანხმება, რომელიც ვარაუდობს ამ სახელმწიფოთა საერთო მოქმედებას შეთანხმებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

სინონიმი

კასტა

ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა ჯგუფებისგან არის გამიჯნული

საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც თავის მახასიათებლებს იცავს და ცდილობს სხვებზე გამორჩეული გამოჩნდეს  (წიგნ.)

კლანი

გვაროვნული თემი ირლანდიაში, შოტლანდიასა და სკანდინავიის ქვეყნებში  (ისტ.)

დიდი ოჯახი ან ადამიანთა ჯგუფი, რომლის წევრებიც რაიმე ნიშნით უკავშირდებიან ერთმანეთს, რაიმე ნიშნით არიან გაერთიანებულები

კოალიცია

პოლიტიკაში საერთო მიზნის გარშემო შემოკრებილ ადამიანთა გაერთიანება  (სპეც.)

კავშირი, რომელსაც სახელმწიფოები ქმნიან

კოლექტივი

რაიმე საერთო მახასიათებლებით გამორჩეული ადამიანთა ჯგუფი (საქმიანობა, ინტერესები, მიზნები, კულტურული და ენობრივი მახასიათებლები და ა. შ.)

სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ტიპი სსრკ-ში  (მოძვ.)

კოლექტივიზაცია

კოლმეურნეობა

მეურნეობის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც ეფუძნება გლეხურ მეურნეობათა გაერთიანებას  (მოძვ.)

კომბინატი

სხვადასხვა საწარმოს ერთობა

კომუნა

ისეთი გაერთიანება, რომლის წევრებიც შრომობენ თანაბრად და შემოსავალსაც თანაბრად ანაწილებენ

კონგლომერატი

ეკონომიკაში – როდესაც რამდენიმე კომპანია ერთიანდება რაიმე მიზნით  (სპეც.)

კონსოლიდაცია

რაღაცების ან ვიღაცების გაერთიანება  (წიგნ.)

კონფედერაცია

ორგანიზაციებისა თუ საზოგადოებების საერთო ნიშნით თუ მიზნისთვის ერთად ყოფნა

ლიგა

პოლიტიკაში – გაერთიანება, რომელსაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური დანიშნულება აქვს  (სპეც.)

მიმატება

როდესაც ვინმეს ან რამეს სხვას შეუერთებენ

მონტაჟი

ხელოვნებათმცოდნეობაში – როდესაც სხვადასხვა ნაწილებს აერთებენ და ქმნიან ერთ მთლიან ნაწარმოებს, კინოფილმსა და ა. შ.  (სპეც.)

ორგანიზაცია

პროფკავშირი

ამა თუ იმ დაწესებულებაში მომუშავე ადამიანების ერთობლიობა, რომელიც იბრძვის დასაქმებულთა უფლებებისთვის

საამქრო

ერთი ხელობის ხელოსნების ჯგუფი  (ისტ.)

საზოგადოება

გაერთიანება ადამიანებისა, რომელთაც საერთო მიზანი ან მიზნები აქვთ, ორგანიზაცია

სათვისტომო

რაიმე საერთო ნიშნის მქონე ადამიანთა გაერთიანება ერთმანეთის თანადგომის მიზნით (უმეტესად გულისხმობს უცხო ქვეყანაში ერთი წარმომავლობის ადამიანების ერთობას)

სინდიკატი

ეკონომიკაში – როდესაც ერთიანდებიან რომელიმე დარგის მეწარმეები მოგების გაზრდის მიზნით  (სპეც.)

როდესაც ადამიანები ერთიანდებიან საერთო საქმიანობისა და მიზნის მისაღწევად

სინთეზი

ტრესტი

კაპიტალისტურ მონოპოლიაში – საწარმოები, რომლებიც ემორჩილებიან ერთიან მმართველობას

საბჭოთა კავშირში – საწარმოები, რომლებიც რომელიმე დარგის მიხედვით გააერთიანეს, დააჯგუფეს  (ისტ.)

ფედერაცია

გაერთიანება (ორგანიზაციებისა, საზოგადოებებისა...)

ფილე

ძველ საბერძნეთში – საგვარეულო გაერთიანება, საზოგადოება  (ისტ.)

ფრაქცია

პოლიტიკასა და პოლიტოლოგიაში – გაერთიანება პარტიის შიგნით, რომელიც არ იზიარებს პარტიის ძირითად მიმართულებას  (დარგ.)

პოლიტიკასა და პოლიტოლოგიაში – პარტიის წევრების გაერთიანება პარლამენტში ან მისთ. პარტიის ძირითადი მიზნების გასატარებლად  (დარგ.)

ფრონტი

როდესაც საზოგადოებრივი ძალები ერთიანდებიან საერთო მოქმედებისთვის  (გადატ.)

სინონიმი

შეერთება

შერთვა (მდინარისა)

შეკავშირება

შემოერთება

რაც აქამდე ცალკე არსებობდა, იმის მიღება, ინტეგრირება

შერევა

შერწყმა

ჰოლდინგი

კომპანია, რომელიც ფლობს სხვა ფირმების, კომპანიების აქციების საკონტროლო პაკეტებს  (ახ.)