ზოოლოგიაში (Draco) ქვეწარმავლების რიგის ხვლიკისნაირთა გვარის ცხოველი. არის მცირე ზომის, ჭრელი კაშკაშა ფერის წვრილ- და გრძელკუდიანი ხვლიკი. მას შეუძლია ფრენა გვერდებზე განვითარებული ნაოჭებით, რომლებიც ცრუ ნეკნების მეშვეობით იჭიმება და წარმოქმნის აპკოვან ფრთებს. მფრინავი ხვლიკი. (დარგ.)
მოლუსკების კლასი, რომელსაც ახასიათებს თავი და ფეხები (წვეტები) ერთად მდებარე ტანის წინა ნაწილში; მოიცავს რვაფეხებს, კალმარებს და მსგავს ცხოველებს (სპეც.)
საზოგადოდ, ძუძუმწოვართა კლასის მღრღნელთა რიგის კურდღლისებრთა ოჯახის ნებისმიერი ინდივიდი. კურდღელს აქვს გრძელი ყურები და წინებთან შედარებით გრძელი უკანა კიდურები. ამასთანავე, კურდღელი არის მშიშარა, ფრთხილი და ფეხმარდი.
ბიოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ცოცხალი ორგანიზმების, მათ შორის ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების ფუნქციებსა და სიცოცხლის პროცესებს — როგორ მოქმედებს და მუშაობს ორგანიზმი მთლიანობაში და მისი თითოეული სისტემა, ორგანო, ქსოვილი და უჯრედი ცალკე