„ვისრამიანი“ ანუ, როგორც მას ორიგინალში ეწოდება „ვის ო რამინი“ (ვისი და რამინი) სპარსული სატრფიალო პოეზიის შედევრია. ესაა ხატოვანი ლექსით გაწყობილი წარმტაცი ამბავი ვისისა და რამინის სიყვარულისა: პირველი ძეგლი. რომელმაც გზა გაუკაფა სატრფიალო ეპოსს ახალ სპარსულ ლიტერატურაში: თითქმის ერთადერთი კლასიკური პოემაა ამავე ლიტერატურისა, რომელმაც არა მისტიკურ, არამედ ამქვეყნიურ სიყვარულს უმღერა.
ვისრამიანის ავტორი ფახრ ად-დინ-ე ას'ად გორგანია.
ამ გამოცემას თან ახლავს მაგალი თოდუას და ალექსანდრე გვახარიას გამოკვლევა და კომენტარები.