ტაძარი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ამაღლება

ქრისტიანული საუფლო დღესასწაული, ქრისტეს ზეცად ამაღლება, რომელიც აღინიშნება აღდგომიდან მეორმოცე დღეს

ამბიონი

ამაღლებული ადგილი ეკლესიაში, საიდანაც წირვა-ლოცვას ან ქადაგებებს კითხულობენ

ბაზილიკა

უგუმბათო ტაძარი, წაგრძელებული, ორფერდა სახურავით

ბანა

საკათედრო ტაძარი ტაოში

ჰიპერონიმი

ეკლესია

საგანგებო ნაგებობა, რომელშიც აღესრულება ქრისტიანული წირვა-ლოცვა.

კათედრალი

ცენტრალური ტაძარი, რომელშიც ღვთისმსახურებას ეპისკოპოსი ასრულებს

მეჩეთი

მაჰმადიანთა სამლოცველო სახლი

საკურთხეველი

რელიგიური დანიშნულების შენობებში გამოყოფილი ადგილი, განსაკუთრებული რიტუალების შესასრულებლად

სალოცავი

სამება

სამების (სამსახოვანი ღმერთის) სახელობის ტაძარი

ჰიპერონიმი

სამლოცველო

საყდარი

ის შენობა, რომელშიც აღესრულება წირვა-ლოცვა

სინაგოგა

ებრაელთა სამლოცველო ტაძარი

ფერისცვალება

ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული; აღინიშნება თაბორის მთაზე სამი მოწაფის თვალწინ ქრისტეს ფერისცვალება – გაბრწყინება და ზეციდან გაჟღერებული ხმის მიერ დამოწმება, რომ ისაა ძე ღვთისა

შენობა

სხვადასხვა ფუნქციისა და დანიშნულების (მათ შორის საცხოვრებელი) ნაგებობა, კონსტრუქცია