სანათი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

აბაჟური

ბრა

ელექტროგასანათებელი საშუალება, რომელსაც კედელზე ამაგრებენ

განათება

მოწყობილობა, რომელიც ანათებს (სახლში ან მის გარეთ)

გასანათებელი

დოლაბი

ელექტრონათურა

მრგვალი, დახურული მინა, რომლის ანთებისთვისაც საჭიროა ელექტროენერგია

კანდელი

პატრუქიანი სანათი, რომელშიც ზეთს ასხამენ; დღესდღეობით უმეტესად გამოიყენება რელიგიური დანიშნულებით

ლამპა

გასანათებელი მოწყობილობა, რომელიც მუშაობს ელექტრო ან სხვა ტიპის ენერგიაზე.

ჰიპონიმი

ლამპარი

პატრუქიანი სანათი, რომელშიც საწვავად ზეთს ასხამენ

ლამპიონი

ლამფა

გასანათებელი მოწყობილობა (უმეტესად შედგება საწვავის ჩასასხმელი მოწყობილობისგან, პატრუქისა და შუშისგან, რომელიც ალს იცავს)  (მცდ.)

ნათურა

ელექტროენერგიის საშუალებით განათებული ძნელდნობადი ლითონის წვრილი სპირალი (ძირითადად, ვოლფრამი) და მასზე ჰერმეტულად დამაგრებული მინა

სანათური

რაც პატრუქის საშუალებით ანათებს

სანთელი

ძაფის გულზე ჩამოსხმული ცვილი ან სხვა ნივთიერება, იყენებენ გასანათებლად ან რიტუალებისთვის

ტორშერი

გასანათებელი საშუალება, რომელსაც მაღალი ფეხი აქვს და იატაკზე იდგმება

ფანარი

შამი

ჩამოსხმული ცხიმოვანი ნივთიერება, რომელსაც გასანათებლად იყენებენ

შანდალი

ჩირაღდანი

ჭაღი

ოთახის ჭერზე დაკიდებული გამანათებელი მოწყობილობა ერთი ან რამდენიმე ნათურით

დიდი შანდალი, რომელშიც რამდენიმე სანთელი ჩაიდება, კანდელაბრი