მოწყობილობა

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ავტომატი

მექანიზმი, რომელიც შიდა მექანიზმის საშუალებით ადამიანის ჩაურევლად ასრულებს სამუშაოს

ანკესი

თევზის საჭერი მოწყობილობა ერთიანად (ნემსკავი, ლარი და მათი დასამაგრებელი წვრილი, მოქნილი ჯოხი)

ანტენა

რადიო- და ტელესიგნალების მიმღები და გადამცემი მოწყობილობა

აპარატურა

აღჭურვილობა

კონკრეტული საჭიროების დანადგარების, ხელსაწყოების ერთობლიობა

ბრა

ელექტროგასანათებელი საშუალება, რომელსაც კედელზე ამაგრებენ

ბუნკერი

საცხოვრებელ კორპუსებში ადგილი, სადაც ყრიან ნაგავს

გამაძლიერებელი

ხელსაწყო, რომელიც ზრდის ელექტროენერგიის სიხშირეს  (დარგ.)

ხელსაწყო, რომელიც ხმას აძლიერებს  (დარგ.)

კოჰიპონიმი

გამოგონება

გენერატორი

დანადგარი

მოწყობილობა, მანქანა ან მანქანათა სისტემა, რომელიც ადგილზე გამართეს

ინსტრუმენტი

სხვადასხვა ფორმისა და ზომის საგანი ხელით შესასრულებელი სამუშაოსთვის

კარუსელი

მექანიზმი, რომელსაც აქვს დაკიდებული დასაჯდომები და რომელიც ბრუნავ ღერძის გარშემო (ძირითადად, საბავშვო გასართობი საშუალება)

კონვეიერი

მექანიზმი თუ მოწყობილობა, რომელსაც გადააქვს რაიმე მასალა ერთი ადგილიდან მეორეზე ან ერთი მუშიდან მეორესთან  (დარგ.)

კულისი

ორთქლმავლის უკან წასაყვანი და მარეგულირებელი მოწყობილობა  (დარგ.)

ჰიპერონიმი

ლამპიონი

მაძიებელი

ფოტოაპარატში, ბინოკლსა და მისთ. – კონკრეტული ობიექტის მოსაძებნი მოწყობილობა  (დარგ.)

ჰიპერონიმი

მექანიზმი

მოწყობილობა, რომელიც ამოქმედებს/ამოძრავებს ხელსაწყოს/მანქანას

ჰიპერონიმი

მიკროფონი

მოწყობილობა, რომელიც ხმას აძლიერებს ან დიდ მანძილზე გადასცემს

მონიტორი

მოწყობილობა სატელევიზიო გამოსახულების საკონტროლოდ

მუდმივი მეთვალყურეობის აპარატი (მაგ., საავადმყოფოებში ავტომატურად აღნიშნავს ავადმყოფის მდგომარეობის ყველა პარამეტრს)

გრუნტისა და ქანების დასამუშავებელი მოწყობილობა, რომელიც ისვრის წყლის მძლავრ ჭავლს

მორთულობა

ის, რითაც აწყობენ ოთახს

მუხრუჭი

მოწყობილობა, რომლითაც ავტომობილს აჩერებენ  (ტექ.)

ონკანი

აირის ან სითხის სადენი მილის საკეტი მოწყობილობა

პარაშუტი

ადამიანებისა და ტვირთისთვის ჰაერში მიწაზე დასაშვებად გამოყენებული მოწყობილობა, რომელიც ქოლგის ფორმაზე იშლება და სხეულთა ვარდნას ანელებს

ჰიპერონიმი

მაღაროში ამწევი გალიის ჩამოვარდნისგან დამცავი მექანიზმი  (სპეც.)

ჰიპერონიმი

პროექტორი

მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შეიძლება კომპიუტერში (ან სხვაგან) ჩაწერილი ფოტოების, ვიდეოებისა და ა.შ. გადატანა/ჩვენება უფრო ფართო სიბრტყეზე (მაგ., კედელზე)  (ნეოლ.)

ჰიპერონიმი

რაბი

დინების ჩასაკეტი ან გასახსნელი მოწყობილობა წყალზე

ჰიპერონიმი

რადიომიმღები

აპარატი, რომლითაც რადიოტალღების მიღებაა შესაძლებელი

კოჰიპონიმი

საბერველი

ცეცხლის გასაღვივებელი მოწყობილობა სამჭედლო ქურასთან

ჰიპერონიმი

საკეტი

რითაც რაიმეს კეტავენ (ხშირად იგულისხმება სპეციალური მოწყობილობა)

ტელეგრაფი

აპარატი თუ მოწყობილობა, რომელიც შორ მანძილზე ელექტრონულად თუ ოპტიკურად გადასცემს ინფორმაციას

ტექნიკა

ტრაპი

მოწყობილობა, რომლითაც იატაკიდან კანალიზაციაში ჩადის წყალი  (სპეც.)

ჰიპერონიმი

ყალიონი

მოწყობილობა, რომელსაც იყენებენ თამბაქოს მოსაწევად (აქვს მილი და მრგვალი თავი)

ყურსასმენი

მოწყობილობა, რომელიც უერთდება მობილურს, კომპიუტერსა და მისთ. და (ერთ) ადამიანს საშუალებას აძლევს, მოისმინოს სასურველი რამ  (ახ.)

ჰიპერონიმი

კოჰიპონიმი

შხაპი

მოწყობილობა, რომელიც წყლის ნაკადს შხეფებად აფრქვევს

ჰიპერონიმი

ჩამრთველი

აპარატის დენის სისტემასთან მისაერთებელი მოწყობილობა

ჩარხი

დანადგარი, რომელიც გამოიყენება ნაკეთობების დეტალების დასამუშავებლად ან რაიმეს გასალესად

ჩირაღდანი

ჯოხი, რომელსაც თავზე დამაგრებული აქვს ნავთიანი ჩვარი ან სხვა სახის აალებადი ნივთი თუ ნივთიერება და რომელსაც ცეცხლს უკიდებენ გასანათებლად

ციმციმა

სპეციალური მოწყობილობა, ერთ- ან ორფეროვანი, რომელიც გამოიყენება საგანგებო დანიშნულების მანქანებზე (საპატრულო, სახანძრო, სასწრაფო...) და ირთვება დავალებაზე ყოფნისას  (დარგ.)

ჰიპერონიმი

ძრავა

მოწყობილობა, რომელიც რაიმე სახის საწვავს მოიხმარს და ამუშავებს რომელიმე მანქანას

სინონიმი

ჰიპერონიმი

წისქვილი

მოწყობილობა მარცვლეულის საფქვავად

ხელსაწყო

მოწყობილობა, რომელიც რაიმე საქმის გასაკეთებლად გამოიყენება

ჯალამბარი

მოწყობილობა ან მანქანა, რომელიც ტვირთის გადასაადგილებლად გამოიყენება  (დარგ.)

ჯარა

მატყლისა და ძაფის გასაკეთებელი მოწყობილობა

ჰიპერონიმი

ჰიპონიმი