ლამპა

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

გასანათებელი მოწყობილობა, რომელიც შედგებოდა ნავთის ჩასასხმელი სათავსის, პატრუქისა და გამჭვირვალე მინისაგან.  (მოძვ.)

სინონიმი

გასანათებელი მოწყობილობა, რომელიც მუშაობს ელექტრო ან სხვა ტიპის ენერგიაზე.

ჰიპონიმი

აბაჟური

ბრა

ელექტროგასანათებელი საშუალება, რომელსაც კედელზე ამაგრებენ

ელექტრონათურა

მრგვალი, დახურული მინა, რომლის ანთებისთვისაც საჭიროა ელექტროენერგია

კანდელი

პატრუქიანი სანათი, რომელშიც ზეთს ასხამენ; დღესდღეობით უმეტესად გამოიყენება რელიგიური დანიშნულებით

კვარი

ლამპარი

პატრუქიანი სანათი, რომელშიც საწვავად ზეთს ასხამენ

ლამპიონი

ლამფა

გასანათებელი მოწყობილობა (უმეტესად შედგება საწვავის ჩასასხმელი მოწყობილობისგან, პატრუქისა და შუშისგან, რომელიც ალს იცავს)  (მცდ.)

ნათურა

ელექტროენერგიის საშუალებით განათებული ძნელდნობადი ლითონის წვრილი სპირალი (ძირითადად, ვოლფრამი) და მასზე ჰერმეტულად დამაგრებული მინა

სანათი

სანთელი

ძაფის გულზე ჩამოსხმული ცვილი ან სხვა ნივთიერება, იყენებენ გასანათებლად ან რიტუალებისთვის

ტორშერი

გასანათებელი საშუალება, რომელსაც მაღალი ფეხი აქვს და იატაკზე იდგმება

ფანარი

ფარანი

გასანათებელი მოწყობილობა, რომელიც შედგება მინისკედლებიანი სპეციალური ჩარჩოსა და შიგ მოთავსებული სანათისგან.

კოჰიპონიმი

შამი

ჩამოსხმული ცხიმოვანი ნივთიერება, რომელსაც გასანათებლად იყენებენ

შანდალი

ჩირაღდანი

ჯოხი, რომელსაც თავზე დამაგრებული აქვს ნავთიანი ჩვარი ან სხვა სახის აალებადი ნივთი თუ ნივთიერება და რომელსაც ცეცხლს უკიდებენ გასანათებლად

ჭაღი

ოთახის ჭერზე დაკიდებული გამანათებელი მოწყობილობა ერთი ან რამდენიმე ნათურით

დიდი შანდალი, რომელშიც რამდენიმე სანთელი ჩაიდება, კანდელაბრი

ჭრაქი

მარტივი გასანათებელი მოწყობილობა, რომელიც შედგება საწვავის (უმეტესწილად ნავთის) ჩასასხმელი ჭურჭლისა და პატრუქისაგან.