მასალა

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ის, რაც საჭიროა რაიმეს შესაქმნელად, დასამზადებლად, საკვლევად, შესასწავლად

ბანგი

ბლოკი

ბეტონისგან დამზადებული აგურის ფორმის საშენი მასალა

გენომი

ორგანიზმის მემკვიდრეობითი ინფორმაციის სრული ერთობლიობა, რომელიც კოდირებულია დნმ-ში და მოიცავს ყველა გენეტიკურ ერთეულს, მათ შორის გენებსა და არაკოდირებად მონაკვეთებს

დავალება

მასალა, რომელსაც მოსწავლესა თუ სტუდენტს სასწავლად ან მოსამზადებლად აძლევენ  (სპეც.)

დანართი

მასალა, რომელიც ნებისმიერი სახის ტექსტს შეიძლება დაერთოს ბოლოში

დოკუმენტაცია

ეტრატი

იზოლატორი

ფიზიკაში - სითბოს და დენის ცუდი გამტარი სხეული  (სპეც.)

კომპოზიტი

მყარი მასალა, რომელიც ორი ან მეტი კომპონენტისგან შექმნეს  (ტექ.)

ნარკოტიკი

ბუნებრივი ან ქიმიური ნივთიერება, რომელსაც იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ და ძილის მომგვრელ საშუალებად, ზოგჯერ დამამშვიდებელ საშუალებად

ნედლეული

რაიმეს დასამზადებლად საჭირო ნედლი, დაუმუშავებელი მასალა

პლასტმასა

მსუბუქი და მტკიცე მასალა, რომელიც გახურების შედეგად ისე რბილდება, რომ ნებისმიერი ფორმის მიცემა არის შესაძლებელი. იყენებენ საყოფაცხოვრებო თუ სხვა დანიშნულების ნივთების დასამზადებლად

რეზინი

კაუჩუკისგან მიღებული ელასტიკური მასალა

სინჯი

მასალის მცირე ნაწილი, რომლის ანალიზითაც არკევენ მთლიანი მასალის ხარისხს  (სპეც.)

ძვირფასი ლითონების ნაწილი შენადნობში  (სპეც.)

ფაიფური

მაგარი, თეთრი და მბრწყინავი ნივთიერება, რომელიც მზადდება თიხისა და სპეციალურად შერჩეული მინარევებისაგან

სინონიმი

კოჰიპონიმი

ჩანაწერი

ხელით ჩაწერილი რაიმე ინფორმაცია

ცემენტი

ფხვიერი ნივთიერება, რომელსაც წყალში ზელენ და იყენებენ საშენ მასალად

კოჰიპონიმი

ჰიპერონიმი

ხეტყე

ხის მასალა

ჰიპერონიმი