პროდუქტი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ადამიანის მიერ შექმნილი, დამზადებული საგნების, ნივთიერებების ერთობლიობა.

ნივთიერება, რომელიც მიიღება სხვა ნივთიერებებიდან ქიმიური წესით  (დარგ.)

სინონიმი

რაიმე შრომის შედეგი, ნაყოფი.  (გადატ.)

არაჟანი

ნაღები, რომელიც აუდუღარი რძისგან მზადდება

დო

მომჟავო სითხე, რომელიც კარაქის მოდღვების შემდეგ რჩება

თეთრეული

რძის პროდუქტი  (კუთხ.)

ჰიპონიმი

კარაქი

რძისგან ან მაწვნისგან მიღებული ცხიმი

კონსერვი

სპეციალური დამუშავების გზით (დამარილებით, ხარშვით, სტერილიზაციით) მარაგად დამზადებული საკვები პროდუქტი, რომელიც ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელშია მოთავსებული (გაფუჭებისაგან დასაცავად)

მასალა

ის, რაც საჭიროა რაიმეს შესაქმნელად, დასამზადებლად, საკვლევად, შესასწავლად

მაწონი

მომჟავო სქელი საკვები, რომელსაც რძისგან ამზადებენ

ნაწარმი

რაიმე სახის წარმოებული პროდუქცია

პროდუქცია

მეურნეობაში, წარმოებაში ან მრეწველობაში შექმნილი პროდუქტის ერთობლიობა

საკვები

რითაც კვებავენ ან იკვებებიან, სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტი, საზრდო

სანოვაგე

სატანი

ის, რაც რძისგან მზადდება  (კუთხ.)

საქონელი

სურსათი

ყველი