ტრაფარეტი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

კედლებზე ან სხვა რამეზე ერთნაირი ნახატისა თუ ტექსტის გადასატანი მუყაოს (ან ხის) ფირფიტა

რაღაცის მზა ნიმუში  (გადატ.)

აბრა

დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური აგენტის ან მეწარმე სუბიექტის ობიექტზე, აღნიშნავს ამ ობიექტის სახელწოდებას და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული.

ბანერი

ბილბორდი

დაფა

ბრტყელი ფიცარი, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ (მაგ., ინფორმაციის გამოსაკრავად)

ეტიკეტი

პროდუქციაზე დაკრული საფაბრიკო, სავაჭრო ნიშანი

სამეცნიერო/საკოლექციო ექსპონატზე გაკეთებული წარწერა

კლიშე

სასტამბო საქმეში – ფირფიტა, რომელზეც ამოკვეთილია რელიეფური გამოსახულება და რომელსაც იყენებენ რეპროდუქციისათვის  (სპეც.)

სიტყვა, ფრაზა, გამოთქმა და ა. შ., რომელსაც ძალიან ხშირად გამოიყენებენ თუ მოიხმარენ  (გადატ.)

პლაკატი

სურათი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სააგიტაციო, სარეკლამო ან განცხადების ხასიათის მოკლე ტექსტი

პოსტერი

პროკლამაცია

სტანდარტი

ტაბლო

საჩვენებელი დაფა ან ეკრანი, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის  (ახ.)

ტრანსპარანტი

დიდი პლაკატი ან წარწერა, რომელსაც საზოგადოებრივი შეკრების, მიტინგის, მანიფესტაციის, დემონსტრაციის დროს იყენებენ და რომელზეც წარმოდგენილია სლოგანები, მოწოდებები, პოლიტიკური გზავნილები

ფირნიში

შაბლონი

გამოთქმის ისეთი ფორმა, რომელიც საკმაოდ მოძველებულია  (გადატ.)

შტამპი

გამოთქმის ისეთი ფორმა, რომელიც საკმაოდ მოძველებულია  (გადატ.)