პლაკატი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

სურათი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სააგიტაციო, სარეკლამო ან განცხადების ხასიათის მოკლე ტექსტი

აბრა

დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური აგენტის ან მეწარმე სუბიექტის ობიექტზე, აღნიშნავს ამ ობიექტის სახელწოდებას და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული.

აფიშა

საჯარო ადგილებში გამოკრული საგანგებოდ გაფორმებული განცხადება სპექტაკლის, ლექციის, ცირკისა და მისთ. შესახებ

ბანერი

ბილბორდი

ბუკლეტი

პატარა მოცულობის, გადაკეცილი ქაღალდი, რომელიც შეიცავს მოკლე ინფორმაციას (სარეკლამო, საგანმანათლებლო ან სხვ.) თემაზე

დაფა

ბრტყელი ფიცარი, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ (მაგ., ინფორმაციის გამოსაკრავად)

პოსტერი

პროკლამაცია

რეკლამა

ნებისმიერი საშუალებით გავრცელებული მოკლე ვიდეორგოლი, ბანერი, განცხადება, პლაკატი, რადიო ან ტელეგადაცემა, რომლის მიზანია მაყურებლის, მომხმარებლის კონკრეტული ადამიანით, პროდუქტით ან მომსახურებით დაინტერესება

ტრანსპარანტი

დიდი პლაკატი ან წარწერა, რომელსაც საზოგადოებრივი შეკრების, მიტინგის, მანიფესტაციის, დემონსტრაციის დროს იყენებენ და რომელზეც წარმოდგენილია სლოგანები, მოწოდებები, პოლიტიკური გზავნილები

ტრაფარეტი

კედლებზე ან სხვა რამეზე ერთნაირი ნახატისა თუ ტექსტის გადასატანი მუყაოს (ან ხის) ფირფიტა

ფირნიში

ფოტო

გამოსახულება, მიღებული აპარატით, რომელიც მუშაობს ციფრულად ან ფირით