აბრა

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

დაფა, რომელზედაც დატანილია ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია ეკონომიკური აგენტის ან მეწარმე სუბიექტის ობიექტზე, აღნიშნავს ამ ობიექტის სახელწოდებას და მისგან არაუმეტეს 1.5 მეტრით არის დაშორებული.

ბანერი

ბილბორდი

ბუკლეტი

პატარა მოცულობის, გადაკეცილი ქაღალდი, რომელიც შეიცავს მოკლე ინფორმაციას (სარეკლამო, საგანმანათლებლო ან სხვ.) თემაზე

დაფა

ბრტყელი ფიცარი, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ (მაგ., ინფორმაციის გამოსაკრავად)

ეტიკეტი

პროდუქციაზე დაკრული საფაბრიკო, სავაჭრო ნიშანი

სამეცნიერო/საკოლექციო ექსპონატზე გაკეთებული წარწერა

იარლიყი

ის ნიშანი, რომელიც მიკრულია გამოშვებულ საქონელზე და რომელიც იძლევა რაიმე ინფორმაციას ამ საქონლის შესახებ

პლაკატი

სურათი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სააგიტაციო, სარეკლამო ან განცხადების ხასიათის მოკლე ტექსტი

პოსტერი

პროკლამაცია

ტაბლო

საჩვენებელი დაფა ან ეკრანი, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია, რომელიც განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის  (ახ.)

ტრანსპარანტი

დიდი პლაკატი ან წარწერა, რომელსაც საზოგადოებრივი შეკრების, მიტინგის, მანიფესტაციის, დემონსტრაციის დროს იყენებენ და რომელზეც წარმოდგენილია სლოგანები, მოწოდებები, პოლიტიკური გზავნილები

ტრაფარეტი

კედლებზე ან სხვა რამეზე ერთნაირი ნახატისა თუ ტექსტის გადასატანი მუყაოს (ან ხის) ფირფიტა

ფირნიში