კავი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

სხვადასხვა მასალის ჯოხი, რომელსაც ბოლო მოკაუჭებული აქვს. გამოიყენება რაიმეს დასაკიდებლად ან რამეზე გამოსადებად.

სინონიმი

ძველად მიწის სახნავი იარაღი.  (ძვ.)

ზოგიერთი მცენარის ულვაში ან ღერო, რომლითაც ის ეხვევა ჭიგოს, სარს ან სხვა მცენარეს.

გემის ღუზა  (ძვ.)

სინონიმი

ჩვეულებრივ მრავლობითის ფორმით, საფეთქლებიდან ლოყებზე ჩამოყრილი დახვეული თმა.

ჰიპერონიმი

აჩეჩა

ერთ-ერთი იარაღი, რითაც ხნავენ

სინონიმი

კოჰიპონიმი

გუთანი

იარაღი, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო მიწებს ხნავენ

დალალი

კაპი

განტოტება, მოკლე ტოტები ხის გადანაჭერზე, ბოძზე... იყენებენ რამის ჩამოსაკიდებლად

კაუჭი

ლითონის, ხის ან სხვა მასალის ბოლოში მოხრილი ღერო

კულული

თმის ხვეული

ნიჩაბი

ხის ან ლითონის ფართოპირიანი სასოფლო-სამეურნეო იარაღი, რომელიც გამოიყენება ქვიშის, მარცვლეულის, ხრეშის, თოვლის და მისთანათა შესაგროვებლად ან გადასაადგილებლად, ცხოველთა სადგომების (თავლა, ბოსელი...) გასაწმენდად.

ხის ან სხვა მსუბუქი მასალისაგან დამზადებული ხელსაწყო, რომელსაც ფართო და ბრტყელი ბოლო აქვს. ნიჩბის ნავიდან წყალში მოსმით მოძრაობაში მოჰყავთ ნავი ან სასურველი მიმართულებით წარმართავენ მას.

სამკბილა

სასხლეტი

იარაღის სპეციალური კაუჭი, რომლის გამოკვრა იწვევს ჩახმახის ამუშავებას

სახნისი

ხვნისთვის განკუთვნილი იარაღების საერთო სახელწოდება

ჭავლი

თმის ნაწილი, კულული  (მოძვ.)

ჰიპერონიმი

ჭანგი

რკინისაგან დამზადებული ჯოხ(ებ)ი, რომლის თავიც მოღუნულია და ღუზის მსგავსად ერთმანეთზეა დამაგრებული