ჩანგალი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ორ-, სამ- ან ოთხკბილიანი გრძელი და ტარიანი ნივთი, რომლითაც იღებენ და ჭამენ საჭმელს

კავის ფორმის იარაღი, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებით მოიხმარენ

მეცხვარე ძაღლის საყელური, რომელიც ცხვრის ბუნებრივი მტრის (მგელი, დათვი და ა. შ.) წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება

ჰიპერონიმი

ჯოხი, რომელსაც რკინისგან დამზადებული კავი აქვს და რომელიც გამოიყენება თევზების დასაჭერად

კარის კავიანი საკეტი  (კუთხ.)

ორი ხარდანი, რომელზეც არის ვაზი გასული  (კუთხ.)

ის, რითაც ელექტროკაბელი შტეფსელში ერჭობა

კოვზი

გრძელი ჩაღრმავებულბოლოიანი და ტარიანი ნივთი, რომლითაც ურევენ, იღებენ და ჭამენ საჭმელს

ნიჩაბი

ხის ან ლითონის ფართოპირიანი სასოფლო-სამეურნეო იარაღი, რომელიც გამოიყენება ქვიშის, მარცვლეულის, ხრეშის, თოვლის და მისთანათა შესაგროვებლად ან გადასაადგილებლად, ცხოველთა სადგომების (თავლა, ბოსელი...) გასაწმენდად.

ხის ან სხვა მსუბუქი მასალისაგან დამზადებული ხელსაწყო, რომელსაც ფართო და ბრტყელი ბოლო აქვს. ნიჩბის ნავიდან წყალში მოსმით მოძრაობაში მოჰყავთ ნავი ან სასურველი მიმართულებით წარმართავენ მას.