ნიჩაბი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ხის ან ლითონის ფართოპირიანი სასოფლო-სამეურნეო იარაღი, რომელიც გამოიყენება ქვიშის, მარცვლეულის, ხრეშის, თოვლის და მისთანათა შესაგროვებლად ან გადასაადგილებლად, ცხოველთა სადგომების (თავლა, ბოსელი...) გასაწმენდად.

მომცრო ლითონისპირიანი იარაღი, რომელიც ჯარისკაცის ამუნიციის ნაწილია. გამოიყენება სანგრებისა და მისთანათა გასათხრელად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ლეტალური ფუნქციითაც.

დარგ. ცალფრთიანი ბარის მსგავსი ხის იარაღი, რომელიც გამოიყენება აყალო მიწით დაგლესილი ქვევრის მოსახდელად.

ხის ან სხვა მსუბუქი მასალისაგან დამზადებული ხელსაწყო, რომელსაც ფართო და ბრტყელი ბოლო აქვს. ნიჩბის ნავიდან წყალში მოსმით მოძრაობაში მოჰყავთ ნავი ან სასურველი მიმართულებით წარმართავენ მას.

დარგ. ხის ფართო- და ბრტყელბოლოიანი იარაღი, რომელიც იხმარება საწნახელში ყურძნის წურვისას ჭაჭის მასის მისაწევ-მოსაწევად.

აქანდაზი

ნიჩაბი, რომელიც მცირე ზომის არის და რომლითაც იღებენ ნაკვერჩხალს, ნაცარსა თუ ნაგავს

იარაღი

კონკრეტული საქმის გასაკეთებლად საჭირო ნივთი ან მოწყობილობა

სამკბილა

ფიწალი

გრძელტარიანი, კბილებიანი სამუშაო იარაღი

ცელი

გრძელტარიანი სათიბი იარაღი