ჯოხი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მოგრძო სხვადასხვა ზომის ნივთი, გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით: ხელსაქმისთვის, დასაყრდნობად და მისთ.

ადლი

ამავე სიგრძის ჯოხი, რომელსაც საზომად ხმარობდნენ  (ძვ.)

ჰიპერონიმი

არგანი

ჯოხი, რომელსაც საბჯენად ხმარობდნენ  (ძვ.)

ბერკეტი

ხისგან დამზადებული დამხმარე საშუალება (დასაყრდნობად, თავდასაცავად და ა. შ.)

ბილიარდი

ამ თამაშისთვის საჭირო ნივთები, მოწყობილობა

გოთი

ჯოხი, რომელსაც მოღუნული თავი აქვს და რომელსაც ბავშვები ჰოკეის მსგავსი თამაშისას იყენებენ  (კუთხ.)

თუში

ქვაბის ჩამოსაკიდებელი სამკაპიანი ჯოხი  (კუთხ.)

ჰიპერონიმი

ისარი

გრძელი ჯოხი  (დიალ.)

სინონიმი

კეტი

მსხვილი და დიდი ჯოხი

ჰიპერონიმი

სინონიმი

კვერთხი

ძალაუფლების ნიშანი – ხელში დასაჭერი ჯოხი

კომბალი

დიდი მრგვალთავიანი ჯოხი, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ

ლახტი

გრძელი, ტყავის სარტყელი მათრახის ფუნქციით. იყენებენ ლახტაობის თამაშისას.

მასრა

მოკლე ჯოხი, რომელსაც საზედაო ძაფს ახვევენ და მაქოში დებენ

ნიჩაბი

ხის ან სხვა მსუბუქი მასალისაგან დამზადებული ხელსაწყო, რომელსაც ფართო და ბრტყელი ბოლო აქვს. ნიჩბის ნავიდან წყალში მოსმით მოძრაობაში მოჰყავთ ნავი ან სასურველი მიმართულებით წარმართავენ მას.

პალო

მიწაში ჩასარჭობი ბოლოწაწვეტებული მოკლე და მსხვილი ჯოხი

საბიჯელი

სახრე

საქონლის გასარეკი, თითის სისხო მოქნილი ჯოხი.

სკიპტრა

კვერთხი, რომელიც მონარქს აქვს და რომელიც ძალაუფლებას გამოხატავს

ქანჩი

მოკლე ჯოხი, რომლითაც თოკით შეკრულს უჭერენ  (კუთხ.)

სინონიმი

ჰიპერონიმი

ყავარჯენი

ჯოხი, რომელსაც ეყრდნობიან გადაადგილებისას (როგორც წესი, იყენებენ წყვილად, იღლიებქვეშ ამოსადებად ისე, რომ შესაძლებელი ხდება სიარული ცალი ფეხით. იყენებენ ფეხმოტეხილები ან ხეიბრები)

ჰიპერონიმი

ზოგადად, საყრდენი ჯოხი

ჰიპერონიმი

შოლტი

ის, რითაც გარეკავენ საქონელს (მზადდება დაწნული ტყავისა და ხის ტარისაგან)

შუშხუნი

ჩხირი

ხის, ლითონის და ა. შ. მასალისგან დამზადებული მოკლე და წვრილი ჯოხი

ჯოხი, რომლითაც ლესავენ თიხის ჭურჭელს  (კუთხ.)

ჰიპერონიმი

ჭოკი

გრძელი, წვრილი ჯოხი

ჰიპერონიმი

სინონიმი

ხელკავი

მსხვილი ჯოხი, რომელსაც სიმინდის საფხვნელად ან ღომის სარეცხად იყენებენ

ჰიპერონიმი

ხელკეტი

მოკლე, მსხვილი ჯოხი

ჰიპერონიმი

კოჰიპონიმი

ხელნა

ურმის გვერდითი ძელი

ხელჯოხი

ჯირითი

სპორტში − ჯოხი, რომელსაც ისვრიან ამგვარ შეჯიბრებაში  (სპეც.)