ჯგუფი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

გარკვეული ნიშან-თვისებებით კლასიფიცირებულთა ერთობლიობა.

ალგებრა

მათემატიკაში – დარგი, რომელიც შეისწავლის სიმრავლეთა და სიდიდეთა ზოგად კანონებს  (დარგ.)

ამხანაგობა

არმია

დიდი რაოდენობა რაიმე ნიშნით გაერთიანებული ადამიანებისა  (გადატ.)

ბანდა

დამნაშავეთა დაჯგუფება

გამოშვება

კურსდამთავრებულთა წყება

სინონიმი

გროვა

ერთად თავმოყრილი ხალხი  (გადატ.)

გუნდი

კრებული (ფრინველთა)

ადამიანთა ჯგუფი, , გაერთიანებული გარკვეული ნიშნით.

დასი

დასტა

აღმოსავლური საკრავების დამკვრელთა მცირე გუნდი, დასი

გუნდი, დასი, კრებული, ჯგუფი, რაზმი  (მოძვ.)

დაჯგუფება

დევონი

დელეგაცია

ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს, ორგანიზაციას და ა. შ. ამა თუ იმ შეხვედრაზე

ექსკურსია

ექსკურსიის მონაწილეები, ექსკურსანტები

ჰიპერონიმი

კასტა

ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა ჯგუფებისგან არის გამიჯნული

საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც თავის მახასიათებლებს იცავს და ცდილობს სხვებზე გამორჩეული გამოჩნდეს  (წიგნ.)

კატეგორია

ადამიანების ან ნებისმიერი სხვა რამის დაჯგუფება რაიმე ნიშნით

კლასი

მოსწავლეთა ჯგუფი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ერთი და იმავე მასწავლებლის ხელმძღვანელობით შეისწავლის რაიმეს

სინონიმი

კოლექტივი

რაიმე საერთო მახასიათებლებით გამორჩეული ადამიანთა ჯგუფი (საქმიანობა, ინტერესები, მიზნები, კულტურული და ენობრივი მახასიათებლები და ა. შ.)

კომისია

ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც მინდობილი აქვს გარკვეული დავალების შესრულება.

სახელმწიფო მმართველობის ორგანო, რომელიც გარკვეულ ფუნქციებს ასრულებს

კოჰორტა

კრება

კრებული

ადამიანები რაიმე ნიშნით გამოყოფილი, დახასიათებული

ნაკადი

რაღაც ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობლიობა

ნახირი

მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ერთობლიობა, რომლებიც დღისით ერთად ცხოვრობენ და იკვებებიან

ოჯახი

ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილია ცხოველი (დედალი, მამალი) ნაშიერებთან ერთად.

სინონიმი

ენათმეცნიერებაში მონათესავე ენების ყველაზე დიდი დაჯგუფება.  (დარგ.)

ჰიპონიმი

რაზმეული

ჯგუფი, რომლებიც რაზმებს შეიცავს

რაზმი

ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც რაიმე კონკრეტული გეგმა უნდა შეასრულოს

რგოლი

ორგანიზაციულ ერთეულთაგან ყველაზე მცირე  (მოძვ.)

რიცხვი

რაიმეს ერთობლიობა, ჯგუფი

საზოგადოება

ჯგუფი ადამიანებისა, რომელთაც რაღაც აკავშირებთ (საცხოვრებელი ადგილი, შეხედულება, რელიგია...)

სერია

ერთნაირი ან ერთგვარი ნიშნების მქონე საგნების ჯგუფი, წყება, რიგი

სექტა

ეკლესიიდან განდგომილი ჯგუფი

ჰიპერონიმი

სხვებისგან განცალკევებული ჯგუფი ადამიანებისა  (გადატ.)

ამა თუ იმ ფილოსოფოსის მიმდევართა ჯგუფი  (ისტ.)

ჰიპერონიმი

სინონიმი

სექცია

არჩეული დელეგატების ჯგუფი საკითხების განსახილველად

ჰიპერონიმი

სინდიკატი

ეკონომიკაში – როდესაც ერთიანდებიან რომელიმე დარგის მეწარმეები მოგების გაზრდის მიზნით  (სპეც.)

როდესაც ადამიანები ერთიანდებიან საერთო საქმიანობისა და მიზნის მისაღწევად

ფენა

საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც გამოირჩევა რაიმე თავისებურებებით.  (გადატ.)

ფენი

საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სხვებისგან რაიმე მახასიათებლებით გამოირჩევა და მათგან განსხვავდება  (გადატ.)

ფრთა

პარტიისა და მისთ. ნაწილი, რომელიც ძირითადი ჯგუფისგან რამე ნიშნით განსხვავდება

ქარავანი

ფრინველების, ცხოველების, თევზების... გუნდი ან მწკრივი

ჰიპერონიმი

შეჯგუფებული

წრე

ადამიანთა რაიმე ნიშნით გაერთიანებული ჯგუფი, საზოგადოება  (გადატ.)

ჯგრო

ჯოგი

ერთი და იმავე სახეობის ცხოველების ერთობლიობა, რომლებიც ცხოვრობენ და იკვებებიან ერთად

შეჯგუფებულად მყოფი ადამიანები  (საუბ.)