კლანი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

გვაროვნული თემი ირლანდიაში, შოტლანდიასა და სკანდინავიის ქვეყნებში  (ისტ.)

დიდი ოჯახი ან ადამიანთა ჯგუფი, რომლის წევრებიც რაიმე ნიშნით უკავშირდებიან ერთმანეთს, რაიმე ნიშნით არიან გაერთიანებულები

ბანდა

დამნაშავეთა დაჯგუფება

გარემოცვა

დაჯგუფება

დინასტია

ერთი გვარის რამდენიმე თაობის წარმომადგენელი, რომლებიც დიდ ბიზნესს მართავენ

ელიტა

კასტა

ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც სხვა ჯგუფებისგან არის გამიჯნული

საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც თავის მახასიათებლებს იცავს და ცდილობს სხვებზე გამორჩეული გამოჩნდეს  (წიგნ.)

პოპულაცია

ბიოლოგიაში - გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრები ერთნაირი არსებები  (სპეც.)

საძმო

გარკვეული ინტერესების მიხედვით გაერთიანებული კაცების ერთობლიობა

ტოტემი

რელიგიასა და მითოლოგიაში – ტრადიციულ რელიგიურ წარმოდგენაში ცხოველი, მცენარე და ა. შ., რომელიც ტომის, კოლექტივის, ხალხის მფარველად მიიჩნევა  (სპეც.)

წრე

ადამიანთა რაიმე ნიშნით გაერთიანებული ჯგუფი, საზოგადოება  (გადატ.)